„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანებაზე კითხვები არსებობს“
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანებაზე კითხვები არსებობს“

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მმართველ გუნდში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანებაზე კითხვები არსებობს, როგორი იქნება ეს დარგი.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, სამთავრობო ცვლილებების განხილვის პროცესი ღიად და საინტერესოდ წარიმართება.

„ამაში სკანდალის ნაწილი არ არსებობს. კითხვებია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით და უფრო მეტი კითხვაა იმასთან დაკავშირებით, როგორი იქნება ეს დარგი. კერძოდ, გაერთიანების შემთხვევაში, იქნება თუ არა ეს დარგი ქმედითი. ზოგს ჰგონია, რომ ეს ქმედითუნარიანობა დაიკარგება. რაც შეეხება სხვა სტრუქტურებს, სხვა სტრუქტურებთან მიმართებაში ნაკლები კითხვა არსებობს, პირიქით, პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური დარგების გაერთიანებაზე, ერთ ქოლგის ქვეშ მოქცევაზე დიდი ხანია საუბრობს, რაც მისასალმებელია“, – განაცხადა ვოლსკიმ.