„გარდიანის“ ინფორმაციით, დონეცკში პრორუსმა სეპარატისტებმა ორ ბრიტანელსა და ერთ მაროკოელს სიკვდილი მიუსაჯეს
დონეცკში, პრორუსმა სეპარატისტებმა ორ ბრიტანელსა და ერთ მაროკოელს სიკვიდლი მიუსაჯეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
საუბარია ბრიტანეთის მოქალაქეებზე, ეიდენ ასლინსა და შონ პინერზე, ასევე მაროკოელ საუდუნ ბრაჰიმზე, რომლებიც პრორუსმა სეპარატისტებმა და რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში დააკავეს.
გამოცემის ცნობით, მათ ბრალი დასდეს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წესრიგის დამხობაში“.
„გარდიანის“ ინფორმაციით, ბრიტანეთის მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ ისინი ომში უკრაინის არმიის საზღვაო ქვეითებად მონაწილეობდნენ, თუმცა მათ ბრალი წაუყენეს, როგორც „დაქირავებულ მებრძოლებს.
აღსანიშნავია, რომ სამივე უცხოელი სამხედრო ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე კონტრაქტით მსახურობდა უკრაინულ ჯარში.