გარდაიცვალა თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი
გარდაიცვალა თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი

47 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი.

ილია ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.

2012-2016 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, 2017 წელს კი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, სხვადასხვა წლებში მუშაობდა კერძო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ასევე „ათასწლეულის გამოწვევის“ ფონდისა და USAID-ის პროექტებში.