76 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული მძლეოსანი ვიქტორ სანეევი.
1968, 1972 და 1976 წლების ოლიმპიური ჩემპიონი გასული საუკუნის 90-იან წლებში საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავიდა, სადაც ცხოვრების ბოლო წლები გაატარა.
ვიქტორ სანეევი მეოცე საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.