სანეევის სახელობის ღია პირველობა - სპორტის საერთაშორისო ფონდმა მოყვარულთა ტურნირი გამართა #1TVSPORT
სანეევის სახელობის ღია პირველობა - სპორტის საერთაშორისო ფონდმა მოყვარულთა ტურნირი გამართა #1TVSPORT

მძლეოსნობაში ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობას სპორტის უნივერსიტეტმა უმასპინძლა – ტურნირი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.

ვიქტორ სანეევის სახელობის პრიზზე შეჯიბრში მხოლოდ მოყვარული სპორტსმენები, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეკრებილი 90 სტუდენტი და ბავშვი მონაწილეობდა – გამარჯვებულები ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა შალვა გოგოლაძემ დააჯილდოეს. ფონდის სპეციალური პრიზი შეჯიბრის ყველაზე უმცროს მონაწილესაც გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ მასობრივი სპორტული ღონისძიებების წასახალისებლად, ფონდმა სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციასთან მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმად მაისში თბილისში „ქუჩის მხიარული სტარტები“ დაიწყება.

ეს იქნება მასშტაბური სპორტულ-გასართობი ღონისძიებები, რომელშიც ასობით ბავშვი ჩაერთვება. „ქუჩის მხიარული სტარტები“ დედაქალაქის 15 სხვადასხვა უბანში გაიმართება. წინასწარ შერჩეულ სტადიონებზე დამონტაჟდება ინფრასტრუქტურა და ბავშვები ერთმანეთს სხვადასხვა თამაშში შეეჯიბრებიან.