ირაკლი ღარიბაშვილი - ვიზიარებ ვიქტორ სანეევის ოჯახის, ახლობლების, მეგობრების მწუხარებას და თანაგრძნობას ვუცხადებ ქართულ სპორტულ საზოგადოებას
ირაკლი ღარიბაშვილი - ვიზიარებ ვიქტორ სანეევის ოჯახის, ახლობლების, მეგობრების მწუხარებას და თანაგრძნობას ვუცხადებ ქართულ სპორტულ საზოგადოებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოჩენილი ქართველი მძლეოსნის ვიქტორ სანეევის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ვიქტორ სანეევმა თავისი მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომითა და საკუთარი საქმის სიყვარულით საქართველოს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი.

„მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი მძლეოსნის ვიქტორ სანეევის გარდაცვალების გამო. ვიქტორ სანეევმა თავისი მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომითა და საკუთარი საქმის სიყვარულით სახელი გაუთქვა ჩვენ ქვეყანას მთელ მსოფლიოში. სწორედ მისი შეუპოვარი სულის დამსახურებაა, რომ იგი გახდა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, საერთაშორისო ჩემპიონატებში მრავალგზის გამარჯვებულის ტიტულის, არაერთი თასის, პრემიისა თუ ჯილდოს მფლობელი და საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი – ოქროს პრიზიორი. ვიზიარებ ვიქტორ სანეევის ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანაგრძნობას ვუცხადებ ქართულ სპორტულ საზოგადოებას“,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

ლეგენდარული მძლეოსანი ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვიქტორ სანეევი დღეს სიდნეიში დაკრძალეს.

დატოვე კომენტარი