გარდაბნის სოფელ ყარაჯალარში, დამწვარ ავტომობილში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში, დამწვარ ავტომობილში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მოკლეს, მინდორში მიიყვანეს და ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.