გარდაბნის მუნიციპალიტეტის „ჯეო-ჰოსპიტალში“ „კოვიდ-19“-ის მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის „ჯეო-ჰოსპიტალში“ „კოვიდ-19“-ის მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს. ვაქცინაციის პროცესში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან ჩართულნი, მათ შორის პედაგოგები და საჯარო მოხელეები.
ამ დრომდე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის „ჯეო-ჰოსპიტალში“ „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო, ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული სხვდასხვა ვაქცინით 2000-ზე მეტი პირი უკვე ვაქცინირებულია, მათ შორის ორივე დოზით.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს მჭიდრო კოორდინაციით იმუნიზაციის მსურველებს საშუალება აქვთ სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციით, ოთხი ვაქცინით უზრუნველყოფის „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“.
ვაქცინაციის პროცესი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.