ხერსონი რუსულმა ძალებმა განმეორებით დაბომბეს
ხერსონი რუსულმა ძალებმა განმეორებით დაბომბეს

განმეორებითი დაბომბვის შედეგად ხერსონში ოთხი მეხანძრე-მაშველი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ჯერ წმინდა ეკატერინას ტაძარი დაბომბეს, რა დროსაც სამი ადამიანი დაშავდა, ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მისული მეხანძრეები კი მორიგი სარაკეტო თავდასხმის სამიზნე აღმოჩნდნენ.

ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.