გამოკითხვის თანახმად, დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა თითქმის ორი მესამედი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას უნდა გამოეთიშოს
გამოკითხვის თანახმად, დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა თითქმის ორი მესამედი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას უნდა გამოეთიშოს

AP-NORC-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა თითქმის ორი მესამედი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უნდა გამოეთიშოს საპრეზიდენტო რბოლას. ამის შესახებ „ასოშიეითიდ პრესი“ წერს.

საზოგადოებრივ საქმეთა კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერები თვლიან, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უნდა დატოვოს საპრეზიდენტო რბოლა და მის პარტიას სხვა კანდიდატის წარდგენის საშუალება მისცეს.

კერძოდ, ათი დემოკრატიდან მხოლოდ სამი არის ძალიან დარწმუნებული, რომ ბაიდენს აქვს ქვეყნის მართვისთვის საჭირო გონებრივი შესაძლებლობები.

ამასთან, გამოკითხვა აჩვენებს, რომ ფერადკანიანი დემოკრატები ბაიდენის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერები არიან. გამოკითხული ფერადკანიანებიდან ნახევარი ამბობს, რომ ბაიდენი უნდა დარჩეს საპრეზიდენტო რბოლაში.