ჯო ბაიდენი, სავარაუდოდ, ვიეტნამის პრეზიდენტს, ტო ლამს შეხვდება

11:43, 23.09.2024

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სავარაუდოდ, ვიეტნამის პრეზიდენტს, ტო ლამს შეხვდება.

„როიტერის“ ცნობით, შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგება.

როგორც „როიტერი“ წერს, ბაიდენს სურს, გააღრმაოს ურთიერთობები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სტრატეგიულ ქვეყანასთან, რომელსაც ასევე კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთსა და ჩინეთთან.

მსგავსი