საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სავარაუდოდ, ვიეტნამის პრეზიდენტს, ტო ლამს შეხვდება.
„როიტერის“ ცნობით, შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგება.
როგორც „როიტერი“ წერს, ბაიდენს სურს, გააღრმაოს ურთიერთობები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სტრატეგიულ ქვეყანასთან, რომელსაც ასევე კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთსა და ჩინეთთან.