გამოცემა სპორტ 24 - ბერძნულმა პაოკ-მა ნინუასთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწია
საბერძნეთის სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონი პაოკ თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველ ნიკა ნინუას ტრანსფერზე საბოლოოდ შეუთანხმდა. ინფორმაციას ბერძნული გამოცემა „სპორტ 24“ ავრცელებს.
„პაოკ ნიკა ნინუასთან ხელშეკრულების გაფორმებას ასრულებს – თბილისის „დინამოს“ 21 წლის ნახევარმცველი გუნდის ფეხბურთელად უნდა ჩაითვალოს. სალონიკში ნიჭიერ ქართველ ნახევარმცველს უახლოეს პერიოდში ელიან. თბილისის „დინამოს“ ყოფილი კაპიტანი პაოკ-ში სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს“, – წერს გამოცემა.
„სპორტ 24-ის“ ცნობით, ქართველი ნახევარმცველი პაოკ-ის ნახევარდაცვას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.