„ლამიამ“ ოფიციალურად დაადასტურა - ნინუა არაბულთან ითამაშებს #1TVSPORT
„ლამიამ“ ოფიციალურად დაადასტურა - ნინუა არაბულთან ითამაშებს #1TVSPORT

ნიკა ნინუა კარიერას ბერძნულ „ლამიაში” გააგრძელებს – საბერძნეთის მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ცნობები დღეს ოფიციალურად დადასტურდა, როდესაც კლუბმა 22 წლის ქართველი ნახევარმცველი წარადგინა.

„ლამია“ აცხადებს, რომ ხელშეკრულება გაფორმდა ნიკა ნინუასთან, რომელიც 2021-2022 წლების სეზონის ბოლომდე პაოკი-დან იჯარით დავიმატეთ. ის იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების მოთამაშე. მივესალმებით მას და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს გუნდთან ერთად“, – წერია „ლამიას“ განცახდებაში.

22 წლის ქართველი ნახევარმცველი პაოკ-ში 2020 წლის ზაფხულიდან ირიცხებოდა. მან სულ 12 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ბოლო დრომდე კი იჯარით კვიპროსულ „ანორთოსისში“ თამაშობდა.

ნინუას ახალ კლუბშია საქართველოს ნაკრებში ნათამაშები 28 წლის თავადმსხმელი ბაჩანა არაბული. 22 წლის ნინუას სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, არც პაოკ-ში და შემდეგ არც „ანორთოსისში“, სადაც საბერძნეთის სუპერლიგის კლუბში სათამაშო პრაქტიკის იმედად გადავიდა.