არაბული-ნინუას „ლამია“ პლეი ოფში ითამაშებს #1TVSPORT
არაბული-ნინუას „ლამია“ პლეი ოფში ითამაშებს #1TVSPORT

ბაჩანა არაბულისა და ნიკა ნინუას „ლამიამ“ საბერძნეთის სუპერლიგის პლეი აუტის მე-7 და ბოლო მატჩი აუტსაიდერთა ჯგუფში „ატრომიტოსთან“ ფრედ ითამაშა და ახლა პლეი ოფში თამაში მოუწევს.

„ატრომიტოსთან“ ბოლო შეხვედრა ბაჩანა არაბულმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 63-ე წუთზე შეცვალეს, ნიკა ნინუა კი განაცხადშიც არ იყო. ქართველების გუნდმა რეგულარული სეზონიც ცუდად ჩაატარა და ბოლოდან მეორე ადგილი დაიკავა. „ლამიამ“ მდგომარეობა ვერც ამის შემდეგ გამოასწორა, როდესაც ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ბოლო რვა გუნდის ჯგუფში მოხვდა.

საბოლოოდ, ლიგიდან პირდაპირი გზით მეორე დივიზიონში სმირნას „აპოლონი“ დაქვეითდა, ხოლო „ვერიამ“ მე-7 ადგილი დაიკავა და ახლა პლეი ოფში საბერძნეთის სუპერლიგის ვაკანტური ადგილის მფლობელის საკითხი გადაწყდება.

ქართველების გუნდი პლეი ოფში „ვერიას“ შეხვდება, სადაც 2015 წელს გიორგი მერებაშვილი თამაშობდა. გუნდმა „ლევადიაკოსთან“ ორი დივიზიონის ორმატჩიანი დაპირისპირება დათმო (0:1, 0:2) და საგზურის მოპოვებას „ლამიასთან“ ასევე ორმატჩიან რაუნდში შეეცდება.