გამოცემა სპორტ 24 – ბერძნულმა პაოკ-მა ნინუასთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწია

09:46, 12.08.2020

საბერძნეთის სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონი პაოკ თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველ ნიკა ნინუას ტრანსფერზე საბოლოოდ შეუთანხმდა. ინფორმაციას ბერძნული გამოცემა „სპორტ 24“ ავრცელებს.

პაოკ ნიკა ნინუასთან ხელშეკრულების გაფორმებას ასრულებს – თბილისის „დინამოს“ 21 წლის ნახევარმცველი გუნდის ფეხბურთელად უნდა ჩაითვალოს. სალონიკში ნიჭიერ ქართველ ნახევარმცველს უახლოეს პერიოდში ელიან. თბილისის „დინამოს“ ყოფილი კაპიტანი პაოკ-ში სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს“, – წერს გამოცემა.

„სპორტ 24-ის“ ცნობით, ქართველი ნახევარმცველი პაოკ-ის ნახევარდაცვას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

მსგავსი