ნინუამ „ანორთოსისი“ ოფიციალურად დატოვა - ქეცბაია სპიროვსკის არ იმატებს, კაჭარავას შემცვლელი ბუნდესლიგაში მოძებნეს #1TVSPORT
ნინუამ „ანორთოსისი“ ოფიციალურად დატოვა - ქეცბაია სპიროვსკის არ იმატებს, კაჭარავას შემცვლელი ბუნდესლიგაში მოძებნეს #1TVSPORT

ნიკა ნინუას და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ურთიერთობა ოფიციალურად დასრულდა – ამის შესახებ კვიპროსული კლუბის ვებგვერდის მიერ გავრცელებულ ცნობაშია ნათქვამი.

„ფამაგუსტას „ანორთოსისი“ აცხადებს, რომ სალონიკის პაოკ-თან ნიკი ნინუას საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტაზე შეუთანხმდა“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ამავე დროს, კვიპროსულმა მედიამ უარყო ჩრდილოეთ მაკედონიაში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, თითქოს „ანორთოსისში“ ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს, სტეფან სპიროვსკის იწვევდნენ.

აეკ-ის ყოფილი მოთამაშე კვიპროსში იმყოფება გუნდის საპოვნელად, მაგრამ თემურ ქეცბაია ნახევარმცველის პოზიციაზე უკეთეს მოთამაშეს ეძებს. სპიროვსკი ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების მოთამაშეა. წელს უკრაინულ „მარიუპოლში“ თამაშობდა და სეზონზე მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა“, – წერს „სიგმალაივი“.

გარდა ამისა, თემურ ქეცბაიამ გუნდიდან გაშვებული ორი თავდამსხმელის – კაილ ლაფერტისა და ნიკა კაჭარავას ნაცვლად თავდამსხმელთა მონახვა დაიწყო და ერთი უკვე დაიმატა – ფამაგუსტელთა შემადგენლობაში გერმანული ბუნდესლიგის „ბოხუმის“ 27 წლის უნგრელი თავდამსხმელი, სოვა ნოვოტნი ითამაშებს.