ოფიციალურად - კაჭარავა „ანორთოსისს“ კონტრაქტის შეწყვეტაზე შეუთანხმდა #1TVSPORT
ოფიციალურად - კაჭარავა „ანორთოსისს“ კონტრაქტის შეწყვეტაზე შეუთანხმდა #1TVSPORT

ნიკა კაჭარავასთან დაკავშირებული ამბავი თემურ ქეცბაიას გუნდთან, „ანორთოსისთან“ მისი კონტრაქტის გაწყვეტით დასრულდა, – ინფროპამციას ფამაგუსტელების ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ვიდეოს შემდეგ, რომელშიც გიორგი ქვილითაიას გოლს აღნიშნავს, ნიკა ქაჭარავამ „ანორთოსისთან“ ერთობლივი შეთანხმება გააფორმა.

„ფამაგუსტას „ანორთოსისი“ აცხადებს, რომ ფეხბურთელ ნიკა კაჭარავასთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ ერთობლივ შეთანხმებას მიაღწია. მადლობას ვუხდით ფეხბურთელს გუნდში ჩატარებული 62 მატჩისთვის, სადაც 12 გოლი გაიტანა, ასევე თანამშრომლობისთვის, რაც მან კონტრაქტის გაწყვეტის კონტაქტების დროს გამოიჩინა,“ – წერია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კაჭარავა „ჯვაროსნების“ ვიცე-კაპიტანთან კაშიასთან ერთად დაესწრო „ანორთოსისის“ პრინციპული მეტოქის, „აპოელის“ თამაშს, სადაც ქართველი ფეხბურთელები გამოდიან – მატჩის შემდეგ კაშიამ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც გიორგი ქვილითაიას გოლს კაჭარავასთან ერთად აღნიშნავდა. ამან „ანორთოსისის“ ფანები გააღიზიანა და გუნდიდან ქართველი თავდამხმელის გაშვება მოითხოვეს.