ქართველებმა „ლამია“ დატოვეს - არაბული თავისუფალია, ნინუა, სავარაუდოდ, პაოკ-იდანაც წამოვა #1TVSPORT
ქართველებმა „ლამია“ დატოვეს - არაბული თავისუფალია, ნინუა, სავარაუდოდ, პაოკ-იდანაც წამოვა #1TVSPORT

საბერძნეთის სუპერლიგის „ლამია“ ორივე ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა – ნიკა ნინუას და ბაჩანა არაბულის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ნიკა ნინუას იჯარა დაუსრულდა და სალონიკის პაოკ-ში დაბრუნდა, რომელსაც მისი ტრანსფერი ეკუთვნის. 23 წლის ნახევარმცველი საბერძნეთში 2020 წლის 14 აგვისტოს „დინამო თბილისიდან“ გადავიდა, სალონიკელებმა მის ტრანსფერში 850 ათასი ევრო გადაიხადეს, მაგრამ 23 ნახევარმცველმა კლუბში დამკვიდრება ვერ მოახერხა და იჯარით უკვე მეორე კლუბში გადავიდა.

ნინუა შარშან თემურ ქეცბაიას „ანორთოსისში“ გადავიდა, ხოლო წელს „ლამიაში“ მაგრამ სამწუხაროდ, თავისი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა და „ტრანსფერმარკტზე“ მისი სატრანსფერო შეფასება 1 მილიონი ევროდან 400 ათას ევრომდე შემცირდა. ახლა ის „პაოკში“ დაბრუნდა, მაგრამ გამოცემა paok24-ის ცნობით, სავარაუდოდ, ნიკა სალონიკის კლუბს დატოვებს.

ლამია“ ბაჩანა არაბულმაც დატოვა. 28 წლის ფორვარდს კონტრაქტი დაუსრულდა და თავისუფალი აგენტი გახდა. არაბული საბერძნეთში 2019 წლის ზაფხულში უნგრული „პუშკაშ აკადემიიდან“ გადავიდა. პირველად „პანიონიოსში“ თამაშობდა, „ლამიაში“ კი 2020 წელს ჩაირიცხა.

რეალურად, ახლა ნინუაც შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს, არაბული კი თავისუფალია. მაგრამ რომელ კლუბებში გააგრძელებენ კარიერას, ჯერ უცნობია.