ქართველები საბერძნეთში - არაბული თავისუფალი აგენტი გახდება, ნინუა პაოკ-ს დაუბრუნდება #1TVSPORT
ქართველები საბერძნეთში - არაბული თავისუფალი აგენტი გახდება, ნინუა პაოკ-ს დაუბრუნდება #1TVSPORT

კვიპროსული გამოცემა philenews-ის ცნობით, საბერძნეთის სუპერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების მნიშვნელოვან ნაწილს, 141 მოთამაშეს 30 ივნისს გუნდებთან კონტრაქტები უსრულდებათ და თავისუფალი აგენტები გახდებიან – სიაში ორი ქართველი მოთამაშეც მოხვდა.

ლაპარაკია ბაჩანა არაბულსა და ნიკა ნინუაზე, რომლებიც „ლამიაში“ თამაშობენ. არაბული გუნდიდან 2021 წლის ზაფხულში წავიდა და ახალ კლუბს ეძებდა, მაგრამ საბოლოოდ ისევ დაბრუნება ამჯობინა. სად გადავა ახალი სეზონიდან არაბული თუ კარიერას ისევ „ლამიაში“ გააგრძელებს, ჯერ უცნობია.

ნიკა ნინუას საბერძნეთში კარიერა ვერ აეწყო. „დინამო თბილისიდან“ სალონიკის პაოკ-ში გადასულმა კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და 2021 წლის 30 აგვისტოს „ანორთოსისში“ იჯარით გადავიდა. მაგრამ თემურ ქეცბაიას გუნდშიც ვერ დამკვიდრდა და საბერძნეთის „ლამიაში“ გადავიდა. სამწუხაროდ, ნიკამ ახალ გუნდშიც ჯერ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა, ორივეჯერ შეცვლაზე და მხოლოდ 38 წუთი.

 

მაგრამ ნინუასთან დაკავშირებით ეს არასწორი ინფორმაციაა, რადგან 2020 წლის 14 აგვისტოს 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა პაოკ-თან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა, სალონიკურმა კლუბმა კი ამ ტრანსფერში „დინამო თბილისს“ 850 000 ევრო გადაუხადა. ამიტომ ნიკა თავისუფალი აგენტი ვერ გახდება და პაოკ-ს დაუბრუნდება.

ლამია“ ამჟამად საბერძნეთის სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. გუნდი რეგულარული სეზონის შემდეგ გასავარდნ 8 გუნდს შორის მოხვდა, სადაც ბოლოდან მეორე ადგილზეა და თუ ვერ დაწინაურდა, პლეიოფში ითამაშებს.