გამოცემა The playlist- მა საუკეთესო ფილმებს შორის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ დაასახელა
გამოცემა The playlist- მა 2017 წლის საუკეთესო ფილმები გამოავლინა. სიაში ქართველი რეჟისორის ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ნამუშევარი „ჩემი ბედნიერი ოჯახიც“ მოხვდა.
აღსანიშნავია რომ „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ცოტა ხნის წინ The Wrap-მა წლის 12 საუკეთესო ფილმში დაასახელა.
ფილმის სიუჟეტი თბილისური ოჯახის გარშემო ვითარდება, რომელშიც სამი თაობის წარმომადგენლები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. მოვლენების ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა მხეიძეა, რომელიც ერთ დღეს საკუთარი ცხოვრების შეცვლას მოინდომებს.
„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი კინოპროდუქციაა, რომელიც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და კინემატოგრაფიის ევროპული ფონდის „ევრიმაჟის“ ხელშეწყობით შეიქმნა.
ფილმის გადაღებაში საკუთარი წვლილი შეიტანა კინოინდუსტრიის წახალისების სახელმწიფო პროგრამამ “გადაიღე საქართველოში”.