"ჩემი ბედნიერი ოჯახი" გერმანულმა კინოაკადემიამ გერმანული კინოს ჯილდოზე LOLA წარადგინა
"ჩემი ბედნიერი ოჯახი" გერმანულმა კინოაკადემიამ გერმანული კინოს ჯილდოზე LOLA წარადგინა

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” გერმანულმა კინოაკადემიამ გერმანული კინოს ჯილდოზე LOLA წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ კინო ცენტრი ავრცელებს.
პრემიის ნომინაციისათვის შერჩეული ფილმები, მათ შორის ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქციაც ბერლინალეზე სპეციალურ რეტროსპექტივაში “LOLA at Berlinale” იქნება ნაჩვენები.

“ჩემი ბედნიერი ოჯახის” ჩვენება დელფის ცნობილ კინოთეატრში 18 და 21 თებერვალს გაიმართება. LOLA at Berlinale არის პროექტი, რომელსაც სამი პარტნიორი ერთობლივად ახორციელებს: გერმანული კინოაკადემია, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი და გერმანული კინოს ფონდი.

აღსანიშნავია რომ „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ცოტა ხნის წინ The Wrap-მა წლის 12 საუკეთესო ფილმში დაასახელა.