გამოცემა „ჰოლივუდ რეპორტერი“ ლევან კოღუაშვილის ფილმ „ბრაიტონის 4“-ის შესახებ სტატიას აქვეყნებს
გამოცემა „ჰოლივუდ რეპორტერი“ ლევან კოღუაშვილის ფილმ „ბრაიტონის 4“-ის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, შავი იუმორით გაჯერებული ოჯახური დრამა ლევან კოღუაშვილის მესამე ნამუშევარია, რომლის ტრიუმფი ტრაიბეკას კინოფესტივალზე შედგა, სადაც კინოსურათმა მიიღო საერთაშორისო კონკურსის სამი ჯილდო საუკეთესო ფილმის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციებში.
„ჰოლივუდ რეპორტერი“ აღნიშნავს, რომ ფილმისთვის დიდი სარგებელი მოაქვს ლევან თედიაშვილის შთამბეჭდავ, მშვიდ, ღირსეულ თამაშს. სამსახიობო გამოუცდელობის მიუხედავად, თედიაშვილი თავდაჯერებულად ასრულებს ასაკში შესული, ჭიდაობაში ყოფილ ჩემპიონ კახის როლს, ვინაიდან ის თავად არის ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში.
სტატია ფილმის სცენარის მოკლე შინაარსს მოიცავს. ავტორი აღნიშნავს, რომ ლევან თედიაშვილს ამაღელვებელი შესრულების გარდა, ფილმს განსაკუთრებულს ხდის სირღმისეულად გადმოცემული ატმოსფერო, არა მხოლოდ ავთენტური ადგილების და გარემოს ჩვენებით, არამედ ასევე მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი შემადგენლობით, რომელთა შორის არის საბჭოთა და ქართული სამსახიობო ოსტატობის ლეგენდა კახი კავსაძე, რომელიც ორი თვის წინ გარდაიცვალა და რომლის ხსოვნასაც ეძღვნება ფილმი.
ლევან კოღუაშვილის ფილმმა, რომელიც საქართველოს პირველი არხის თანაპროდიუსერობით შეიქმნა, ნიუ იორკში, „ტრაიბეკას“ კინოფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა.