გამოცემა „გარდიანი“ საპრეზიდენტო კანდიდატებად ჯო ბაიდენის შემცვლელებს ასახელებს
გამოცემა „გარდიანი“ წერს კანდიდატებზე, რომლებსაც, ჯო ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში, ყველაზე მეტი შანსი აქვთ, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატები გახდნენ.
„ჯო ბაიდენი თუ გადაწყვეტს, რომ აღარ სურს ხელახლა არჩევა, 19-22 აგვისტოს ჩიკაგოში დაგეგმილ კონვენციაზე სხვა კანდიდატურა უნდა დასახელდეს. ჯერ არ არსებობს მკაფიო ლიდერი, თუმცა არსებობს რამდენიმე შესაძლო ვარიანტი.
კამალა ჰარისი – აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი. მას ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ადმინისტრაციაში საკუთარ როლს არ ასრულებს. აქვს ასევე ცუდი რეიტინგი, რაც ნიშნავს, რომ ის დონალდ ტრამპს კონკურენციას ვერ გაუწევს. გავრცელებული ინფორმაციით, დემოკრატებს ყველაზე მეტად სწორედ მისი წარდგენა გაუადვილდებათ.
გევინ ნიუსომი – კალიფორნიის გუბერნატორი, 56 წლის. გასულ წელს მას დებატები ჰქონდა ფლორიდის გუბერნატორთან, რონ დესანტისთან.
ჯეი ბი პრიცკერი – ილინოისის გუბერნატორი, 59 წლის. ის ყველაზე მდიდარი იქნება შესაძლო კანდიდატებს შორის. ის იარაღის კონტროლის მომხრე იყო, ასევე, რეკრეაციული მიზნებისთვის – მარიხუანის ლეგალიზების.
გრეტჰენ უიტმერი – მიჩიგანის გუბერნატორი, რომელიც 2020 წელს ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტების სიაში იყო. უიტმერი იარაღის შესახებ კანონის გამკაცრების, აბორტის აკრძალვის გაუქმებისა და უნივერსალური საბავშვო ბაღის მხარდამჭერი იყო.
შეროდ ბრაუნი – 71 წლის. შესაძლო კანდიდატებს შორის ყველაზე ხანდაზმული იქნება, მაგრამ შვიდი წლით არის დონალდ ტრამპზე უმცროსი.
დინ ფილიფსი – ამ წლის დასაწყისში გამართულ პრაიმერიზში ჯო ბაიდენს კონკურენცია ვერ გაუწია“, – წერს გამოცემა.