„გარდიანი“ - თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მიმდინარე კვირაში საუბარი შედგება
„გარდიანი“ - თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მიმდინარე კვირაში საუბარი შედგება

გამოცემა „გარდიანი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ მიმდინარე კვირაში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის საუბარი შედგება.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ არსებული სიტუაცია და უკრაინაში რუსეთის ომი იქნება.

ლვოვში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტერეშთან შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ პუტინს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით სპეციალური ზომების მიღებისკენ უნდა მოუწოდოს.

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უკვე რამდენიმე თვეა, რუსები აკონტროლებენ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ზაპოროჟიეში სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა.