„გარდიანი“ - ევროპის რამდენიმე ქვეყანამ „ფაიზერის“ ვაქცინის არასაკმარისი დოზა მიიღო
„გარდიანი“ - ევროპის რამდენიმე ქვეყანამ „ფაიზერის“ ვაქცინის არასაკმარისი დოზა მიიღო

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ კომპანია „ფაიზერის“ ვაქცინის არასაკმარისი დოზა მიიღო. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, რუმინეთმა კვირის განმავლობაში ვაქცინის მხოლოდ 50 პროცენტი მიიღო. ახალი გადანაწილების მიხედვით კი მეორე ნახევარს მარტის ბოლოს მიიღებს.

ანალოგიური მდგომარეობაა პოლონეთშიც. ქვეყანამ ორშაბათს ვაქცინის 176 000 დოზა მიიღო. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, ეს მხოლოდ 50 პროცენტია იმ რაოდენობის, რასაც პოლონეთი ელოდებოდა.

მსგავსი მდგომარეობაა იტალიაშიც. იტალიის მთავრობაში აცხადებენ, რომ კომპანია „ფაიზერის“ წინააღმდეგ სარჩელის მომზადებას აპირებენ.

კომპანიაში ხარვეზის მიზეზთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.