გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა კვლავ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე იქნება. ასევე, განიხილავენ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა ინციდენტს. ყურადღება გამახვილდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობისათვის გადაადგილების შეზღუდვის თემაზეც.
რაც შეეხება აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ „განცხადებას“ „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის“ შესახებ, ანთაძის თქმით ამ საკითხზე კომენტარი შეხვედრის შემდეგ გაკეთდება.