გახსნიდან 48 საათში დევიდ ბოუის ქანდაკებას მიაწერეს - „ჯერ უსახლკაროები დააპურეთ“
გახსნიდან 48 საათში დევიდ ბოუის ქანდაკებას მიაწერეს - „ჯერ უსახლკაროები დააპურეთ“

ინგლისში დევიდ ბოუის ქანდაკება გახსნიდან 48 საათში ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა.

„ჯერ უსახლკაროები დააპურეთ“, – BBC-ის ცნობით, ეს ტექსტი ქანდაკების წინ ქვაფენილზე დაწერეს. გარდა ამისა, საღებავი გადაასხეს ქანდაკების ნაწილსაც.

ბრინჯაოს ქანდაკება მოქალაქეების დაფინანსებით დამზადდა, რომელიც მუსიკალური პროდუსერის დევიდ სტოპსის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კამპანიამ შეაგროვა. ჯამში პროექტზე 115 ათასი ფუნტი დაიხარჯა.