სან ფრანცისკოში რასიზმის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა მიგელ დე სერვანტესის ძეგლი წითელი საღებავით შეღებეს
სან ფრანცისკოში რასიზმის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა მიგელ დე სერვანტესის ძეგლი წითელი საღებავით შეღებეს

სან ფრანცისკოში რასიზმის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა ესპანელი მწერლის, მიგელ დე სერვანტესის ძეგლი წითელი საღებავით შეღებეს. წითლად შეღებეს სერვანტესის ძეგლის წინ მუხლმოდრეკილი დონ კიხოტისა და სანჩო პანსას ძეგლებიც.

ინციდენტი 19 ივნისს, სან ფრანცისკოში მოხდა, სადაც მონაწილეები პოლიციის რეფორმას მოითხოვდნენ და ინსტიტუციონალურ რასიზმს აკრიტიკებდნენ. დაახლოებით საღამოს რვა საათისთვის საპროტესტო აქციის მონაწილეები გოლდენ გეიტ პარკში შეიჭრნენ, სადაც სერვანტესის გარდა, ხუნიპერო სერას, ულის გრანტისა და ფრენსის სკოტ ქის ძეგლებიც დააზიანეს.