თეა წულუკიანი აცხადებს, რომ თბილისში დაზიანებული არაბული წარწერის აღდგენაზე მუშაობა დაწყებულია
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ თბილისში დაზიანებული არაბული წარწერის აღდგენაზე მუშაობა დაწყებულია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანეს.

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ თბილისში დაზიანებული არაბული წარწერის აღდგენაზე მუშაობა დაწყებულია.

„მინდა, მადლობა გადავუხადო სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის ავტორს. მე დილიდან ადგილზე მივავლინე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები. აღმოჩნდა, რომ იქ მომხდარი იყო ვანდალიზმის ფაქტი და ამჟამად მიმდინარეობს ნებართვის გაცემის პროცედურები შესაბამის სპეციალისტებზე, რათა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ადგილზე შესაბამისი დაცულობის მექანიზმი ისევ დაყენდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დილიდან სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში ერთ-ერთი არაბული წარწერა დააზიანეს.

დატოვე კომენტარი