2023-24 წლების სეზონის ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ამ ეტაპზე წარმოდგენილია 11 ქვეყანა. ლიდერობს საფრანგეთი, რომელსაც ჯგუფურ ტურნირზე სამი გუნდი ეყოლება. 2-2 გუნდით იქნებიან წარმოდგენილნი: შვედეთი, ესპანეთი და გერმანია.
ჯგუფების შემადგენლობები:
A ჯგუფი: ბარსელონა (ესპანეთი), როზენგორდი (შვედეთი), ბენფიკა (პორტუგალია), აინტრახტი (გერმანია);
B ჯგუფი: ლიონი (საფრანგეთი), სლავია (ჩეხეთი), სანკტ პოლტენი (ავსტრია), ბრანი (ნორვეგია);
C ჯგუფი: ბაიერნი (გერმანია), პსჟ (საფრანგეთი), რომა (იტალია), აიაქსი (ნიდერლანდები);
D ჯგუფი: ჩელსი (ინგლისი), რეალი (ესპანეთი), ჰაკენი (შვედეთი), პარიზი (საფრანგეთი).
პირველი ტური 13-14 ნოემბერს გაიმართება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი „ბარსელონაა“.