„ბარსელონამ“ პირველად მოიგო ქალთა ჩემპიონთა ლიგა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ პირველად მოიგო ქალთა ჩემპიონთა ლიგა #1TVSPORT

„ბარსელონა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ფინალში, რომელიც გიოტებორგში „ულევის“ სტადიონზე გაიმართა, კატალონელებმა 4:0 გაანადგურეს ლონდონის „ჩელსი“. ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. თავი გამოიჩინეს ალექსია პოუტელიასმა, აიტანა ბონმანტიმ და კაროლინ ჰანსენმა. ერთი გოლი საკუთარ კარში მელანი ლოიპოლცმა გაიტანა.

ასე რომ, „ბარსელონა“ პირველად გახდა ქალთა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. მანამდე, ზედიზედ ხუთ გათამაშებაში ფრანგული „ლიონი“ იგებდა, რომელიც წელს, მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ დამარცხდა.

სხვათა შორის, „ბარსელონა“ პირველი კლუბია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა კაცებშიც აქვს მოგებული და ქალებშიც.

ქალთა ჩემპიონთა ლიგა 2001 წლიდან ტარდება.