ქალთა გუნდი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგაზე შვედეთის „როსენგარდს“ შეხვდება
ქალთა გუნდი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგაზე შვედეთის „როსენგარდს“ შეხვდება

საქართველოს ჩემპიონი ქალთა შორის, „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში შვედეთის „როსენგარდს“ შეხვდება. ჩვენი გუნდის მოწინაარმდეგის ვინაობა უეფა-ს შტაბბინაში გამართულმა წილისყრამ გაარკვია.

ამ ეტაპზე მატჩები ორრაუნდიანია, 9/10 და 15/16 დეკემბერს გაიმართება. ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ოლიმპიური სისტემით ტარდება, არ იქნება ჯგუფური ეტაპი.

შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ყაზახეთის ძლიერი კლუბი, „ოკჟეტპესი“ დამატებულ დროში 2:1 დაამარაცხა. ორივე გოლი ხატია ჭყონიამ (62, 95 წუთებზე) გაიტანა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის ჩემპიონი „კლუჟი“ 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე გავიდა – ირინა ხაბურძანიამ კარგი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გუნდის ბომბარდირი ხატია ჭყონია გაიყვანა და მან ეს შანსი გოლად აქცია.