ავიაკომპანია British Airways-ის პილოტი თვითმფრინავის ბორტზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მის სიმთვრალეზე ეჭვი მიიტანეს, – იუწყება Sky News.
მედიის ცნობით, ინციდენტი 18 იანვარს მოხდა. თვითმფრინავი გეთვიკიდან მავრიკიის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო, თუმცა რეისი დათქმულ დროს არ შედგა, ცოტა ხანში კი, თვითმფრინავში პოლიციელები ავიდნენ, რომელთაც პილოტი აიყვანეს.
დაკავებულ პილოტს ედავებიან, რომ სისხლში ალკოჰოლის დასაშვებზე მეტი დოზა ჰქონდა.
რეისი ორი საათის დაგვიანებით შედგა. ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა მგზავრებს ამისათვის ბოდიში მოუხადეს და განუმარტეს, რომ ისინი სამართალდამცველებთან თანამშრომლობდნენ.