პილოტის სიმთვრალის გამო, შტუტგარტი-ლისაბონის რეისი გადაიდო
პილოტის სიმთვრალის გამო, შტუტგარტი-ლისაბონის რეისი გადაიდო

გერმანიის ქალაქ შტუტგარტ​ში, პილოტის სიმთვრალის გამო, 106 მგზავრს ფრენა სამი დღით გადაედო. რეის TP523-ის მგზავრებს ქალაქი პარასკევს უნდა დაეტოვებინათ, თვითმფრინავში ასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე კი, მათ გამოუცხადეს, რომ რეისი გადაიდო.

გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აღმოაჩინა, რომ პილოტი მთვრალი იყო. ამის შესახებ მან აეროპორტის პოლიციას აცნობა. შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ პილოტი იმდენად მთვრალი იყო, რომ სიარულიც კი უჭირდა. ის დააკავეს. გავრცელებული ინფორმაცით, პილოტს ლიცენზიაც ჩამოართვეს.

შტუტგარტი-ლისაბონის რეისის მგზავრები სასტუმროში განათავსეს, ისინი ლისაბონში გაფრენას ორშაბათს შეძლებენ.