გაფრენამდე ცოტა ხნით ადრე, British Airways-ის პილოტი დააკავეს

04:30, 21.01.2018
LONDON, ENGLAND - MAY 28: British Airways aircraft take off from Heathrow Airport Terminal 5 on May 28, 2017 in London, England. Thousands of passengers face a second day of travel disruption after a British Airways IT failure caused the airline to cancel most of its services. (Photo by Jack Taylor/Getty Images)

ავიაკომპანია British Airways-ის პილოტი თვითმფრინავის ბორტზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მის სიმთვრალეზე ეჭვი მიიტანეს, – იუწყება Sky News.

მედიის ცნობით, ინციდენტი 18 იანვარს მოხდა. თვითმფრინავი გეთვიკიდან მავრიკიის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო, თუმცა რეისი დათქმულ დროს არ შედგა, ცოტა ხანში კი, თვითმფრინავში პოლიციელები ავიდნენ, რომელთაც პილოტი აიყვანეს.

დაკავებულ პილოტს ედავებიან, რომ სისხლში ალკოჰოლის დასაშვებზე მეტი დოზა ჰქონდა.

რეისი ორი საათის დაგვიანებით შედგა. ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა მგზავრებს ამისათვის ბოდიში მოუხადეს და განუმარტეს, რომ ისინი სამართალდამცველებთან თანამშრომლობდნენ.

მსგავსი