გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - ყოველდღიურად ვახორციელებთ სასმელი წყლის შემოწმებას, კონტროლს, მისი ხარისხი აკმაყოფილებს ნორმებს და მომხმარებლებისთვის ვარგისიანია
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას კომპანიის დაფარვის არეალში არსებული სასმელი წყლის ვარგისიანობასთან დაკავშირებით.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ყოველდღიურად ახორციელებენ სასმელი წყლის შემოწმებას. მათივე ინფორმაციით, სასმელი წყლის ხარისხი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ სანიტარიულ ნორმებს აკმაყოფილებს.
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს სასმელი წყლის შემოწმებასა და კონტროლს. ორგანულ-ლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების კვლევების მიხედვით, სასმელი წყლის ხარისხი აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ სანიტარიულ ნორმებს. ასევე, ლაბორატორიული დასკვნების საფუძველზე, წყალი არის უსაფრთხო ქიმიური, ეპიდემიური და რადიაციული თვალსაზრისით. შესაბამისად, კომპანიის მომხმარებლებისთვის სასმელი წყალი ხარისხითა და მისი შემადგენლობით ვარგისიანია“, – ნათქვამია განცხადებაში.