გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე აცხადებს, რომ კახოვკის კაშხლის გარღვევის გამო, უკრაინის 700 ათასი მოქალაქე სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის
გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე აცხადებს, რომ კახოვკის კაშხლის გარღვევის გამო, უკრაინის 700 ათასი მოქალაქე სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის

გაერო-ს ცნობით, კახოვკის კაშხლის გარღვევის გამო, უკრაინის 700 ათასი მოქალაქე სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის, – ამის შესახებ განცხადება „ასოშიეთიდ პრესთან“ ინტერვიუში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მატრინ გრიფიტსმა გააკეთა.

გრიფიტსი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ კატარტროფა გარდაუვლად გამოიწვევს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შემცირებას და მსოფლიოში სურსათზე ფასების ზრდას.

მისივე თქმით, უახლოეს ხანში გაერო დაიწყებს კამპანიას, რომლის ფარგლებში უკრაინაში მომხდარი კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად ფულადი სახრების შეგროვება დაიწყება.

გაერო-ს მაღალჩინოსანი ასევე ამბობს, რომ რუსეთი ხელს უშლის საერთაშორისო ორგანიზაციებს დაზარალებულ რაიონებში შესვლასა და მოქალაქეებისთვის დახმარების ჩატანაში.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო და წითელი ჯვარი გააკრიტიკა. მისი თქმით, ამ ორგანიზაციებმა დროულად და ოპერატიულად ვერ იმოქმედეს კახოვკის კაშხლის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში და საკუთარი წარმომადგენლები ვერ ჩაიყვანეს.