გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს გვირგვინი დაადგეს. კორონაციის ცერემონია უესტმინსტერის სააბატოში მიმდინარეობს.
ჩარლზ მესამეს წმინდა ედუარდის გვირგვინი კენტერბერის არქიეპისკოპოსმა დაადგა, რის შემდეგაც დარბაზში მყოფებმა ახალი მეფისადმი პატივისცემა გამოხატეს სიტყვებით: „ღმერთო, დაიფარე მეფე“.
ამის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქი ტახტზე აიყვანეს.
ახალი მეფის კორონაცია გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით საზეიმო ზალპებით აღნიშნეს.