სალომე ზურაბიშვილი – ვულოცავ ჩარლზ III-ს ტახტზე ასვლას, დაე, მისმა მეფობამ კეთილდღეობის ახალი დონე მოიტანოს მისი ხალხისთვის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩარლზს გაერთიანებული სამეფოს ტახტზე ასვლას ულოცავს.
„ვულოცავ მის უდიდებულესობას, ჩარლზ III-ს ტახტზე ასვლას. დაე, მისმა მეფობამ კეთილდღეობის ახალი დონე მოიტანოს მისი ხალხისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“.
ჩარლზ III ბრიტანეთის მეფედ დღეს ოფიციალურად გამოცხადდა.
Congratulations to His Majesty Charles III as he ascends the throne. May his reign bring a new level of prosperity for his people. pic.twitter.com/I8TjD41ag3
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) September 10, 2022