გაერთიანებული სამეფო ტრანს-წყნარი ოკეანის სავაჭრო ბლოკის წევრობისთვის ოფიციალურ განაცხადს მომდევნო კვირას გააკეთებს
გაერთიანებული სამეფო ტრანს-წყნარი ოკეანის სავაჭრო ბლოკის წევრობისთვის ოფიციალურ განაცხადს მომდევნო კვირას გააკეთებს

გაერთიანებული სამეფო ტრანს-წყნარი ოკეანის სავაჭრო ბლოკის წევრობისთვის ოფიციალურ განაცხადს მომდევნო კვირას გააკეთებს.

ამის შესახებ „როიტერი“ მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ცნობით, გაერთიანებაში გაწევრიანების მიზნით, მოლაპარაკებები მოგვიანებით, წლის მიწურულისთვის დაიწყება.

ტრანს-წყნარი ოკეანის სავაჭრო ბლოკი ავსტრალიას, ბრუნეის, კანადას, ჩილეს, იაპონიას, მალაიზიას, მექსიკას, ახალ ზელანდიას, პერუს, სინგაპურსა და ვიეტნამს აერთიანებს და ამ ქვეყნებს შორის ვაჭრობის გამარტივების მიზნით, ტარიფებს აუქმებს.