ჩინეთი გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო დაზვერვის სამსახურს ჩინელი სახელმწიფო მოხელეების ჯაშუშებად გადაბირებაში სდებს ბრალს

12:39, 03.06.2024

ჩინეთი გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო დაზვერვის სამსახურს, MI6-ს ჩინელი სახელმწიფო მოხელეების ჯაშუშებად გადაბირებაში სდებს ბრალს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრომ განაცხადა, რომ MI6-მა გადაიბირა პეკინში მცხოვრები ცოლ-ქმარი ვონი და ჟოუ. ორივე მათგანი სახელმწიფო სააგენტოს „განსაკუთრებულ საიდუმლოთა“ განყოფილების თანამშრომელია.

სამინისტროს ცნობით, მათ ბრიტანულ სამსახურთან თანამშრომლობა 2015 წლიდან დაიწყეს, როდესაც ვონი ჩინურ-ბრიტანული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ გაერთიანებულმა სამეფომ ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ბრალი ორი პირს წარუდგინა.

მსგავსი