დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი – მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს ეს კანონი
გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ვეტო დაადოს უცხოური გავლენის შესახებ კანონს, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, ნუსრატ განი სოციალურ ქსელში წერს.
„ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს ეს კანონი“, – წერს ნუსრატ განი X-ზე.
🇬🇧 supports President @Zourabichvili_S veto of Georgia’s foreign influence legislation. The law is contrary to the Georgian people’s Euro-Atlantic aspirations. I urge the Georgian parliament to heed their allies’ concerns and not overturn the veto and withdraw this legislation. https://t.co/In8bc3slmK
— Nus Ghani MP (@Nus_Ghani) May 19, 2024