დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი - მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს ეს კანონი
გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ვეტო დაადოს უცხოური გავლენის შესახებ კანონს, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, ნუსრატ განი სოციალურ ქსელში წერს.
„ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს ეს კანონი“, – წერს ნუსრატ განი X-ზე.