გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი თავდაცვის სფეროში ახალ შეთანხმებას გააფორმებენ
გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი თავდაცვის სფეროში ახალ შეთანხმებას გააფორმებენ

გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი თავდაცვის სფეროში ახალ შეთანხმებას გააფორმებენ. ხელშეკრულება დღეს ვარშავაში გაფორმდება, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ოფიციალური ვიზიტით ჩავა. როგორც გაერთანებული სამეფოს პრემიერის ადმინისტრაციაში განაცხადეს, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი ერობლივ წვრთნებს გამართავენ და ინფორმაციას გაცვლიან.

როგორც ლონდონში ამბობენ, ვიზიტის დროს ასევე განიხილავენ შეთანხმებას, რომელიც „რუსეთის საინფორმაციო ოპერაციებთან გამკლავებას ისახვას მიზნად“. ორი მთავრობა დაახლოებით ხუთი მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას გეგმავს, რაც პოლონეთის მიერ დაფინანსებული ტელეკომპანიის „ბესატის“ მხარდაჭერას მოხმარდება. როგორც დიდ ბრიტანეთში ამბობენ, ეს არხი „მიუკერძოებელ, თავისუფალ ინფორმაციას აწვდის ბელარუსის მცხოვრებლებს“.


დიდი ბრიტანეთის პრემიერთან ერთად პოლონეთში გაემგზავრებიან გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების, ფინანსთა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებიც.
აღსანიშნავია, რომ ტერეზა მეი ვარშავაში მას შემდეგ ჩადის, რაც ევროკავშირმა პოლონეთი კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა და სანქციებით დაემუქრა. ბრიუსელი ხელისუფლების მიერ ინიცირებულ სასასამართლო რეფორემას არ ეთანხმება.


როგორც ტერეზა მეის პრესსპიკერმა განაცხადა, პოლონეთის პრემიერთან შეხვედრისას გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაური “კანონის უზენაესობის დაცვის და პატივისცემის მნიშვნელობას ხაზს გაუსვამს“.