გაერო-ს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ორსულებში ტყვიის შემცველობის კვლევას იწყებს
გაერო-ს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მიმდინარე წელს ორსულებში ტყვიის შემცველობის კვლევას იწყებს, – ამის შესახებ ბათუმში გამართულ კონფერენციაზე ითქვა, სადაც ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობაზე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და პრობლემის გადაჭრის გზებზე მსჯელობენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, აჭარის მთავრობისა და გაერო-ს ბავშვთან ფონდის წარმომადგენლები ტყვიის წყაროებისა და გზების დადგენაზე, ასევე, სწრაფ რეაგირებაზე საუბრობენ.
დღევანდელი შეხვედრის მიზეზი გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გასულ წელს ჩატარებული კვლევის შედეგი გახდა, რომლიც თანახმად, საქრთველოში ბავშვების 41 პროცენტს სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა, განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი აჭარაში დაფიქსირდა. კვლევა ორიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებში ჩატარდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ცენტრს სწრაფი გამოკვლევის ოთხი აპარატი და ლაბორატორიული დანადგარები გადაეცა.
„კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ სამწუხაროდ, დასავლეთ საქართველოში, ტყვიის გავრცელებასთან დაკავშირებით, პრობლემა გვაქვს, განსაკუთრებით, ბავშვებში. ტყვია არის მძიმე მეტალი, რომელიც მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ზოგადად, მომატება გვაქვს ქვეყანაში, მაგრამ განსაკუთრებით გამოირჩეოდა აჭარის რეგიონი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია და იმერეთი. დაიწყო სწრაფი რეაგირება და სახელმწიფო პროგრამის შემუშავება. სახელმწიფო პროგრამა, პირველ ეტაპზე, მოიცავდა ოჯახებში შესაბამის კვლევებს, შემდეგ 2020 წელს გაფართოვდება კვლევის მასშტაბები. „იუნისეფმა“ გვაჩუქა ოთხი აპარატი, რომლის საშუალებითაც შეიძლება სხვადასხვა ნივთიერებაში ტყვიის კვლევა. აქედან ერთს გადავცემთ აჭარის დეპარტამენტს და აჭარაშიც იქნება ამ კვლევების ჩატარების საშუალება. ამიტომ გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთდ, ტყვიის შემცველობაზე ცნობიერების ამაღლება ხდება, რომ ვიცოდეთ, კიდევ რა მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ მუშაობა. პრობლემის აღმოფხვრას სამი წელი მაინც სჭირდება, თუმცა ტყვიასთან ბრძოლის სტრატეგია შემუშავებულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.