გაერო-ში აცხადებენ, რომ შეშფოთებული არიან ღაზაში მცხოვრებთა კოლექტიური დასჯით „ჰამასის“ სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ
გაერო-ში აცხადებენ, რომ შეშფოთებული არიან ღაზაში მცხოვრებთა კოლექტიური დასჯით „ჰამასის“ სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ

გაერო-ში აცხადებენ, რომ ისრაელის და „ჰამასის“ ომში სამხედრო დანაშაულები ხდება.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის სპიკერმა, რავინა შამდასანიმ განაცხადა, რომ გაერო შეშფოთებულია ღაზაში მცხოვრებთა კოლექტიური დასჯით „ჰამასის“ სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ომის დანაშაულები ხდება. შეშფოთებულები ვართ ღაზაში მცხოვრებთა კოლექტიური დასჯით „ჰამასის“ სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ, რაც ასევე ომის დანაშაულად ითვლება. კოლექტიური სასჯელი ომის დანაშაულია. ისრაელის მიერ ღაზის მთელი მოსახლეობის კოლექტიური დასჯა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. უნდა შეწყდეს პალესტინის შეიარაღებული ჯგუფების განურჩეველი თავდასხმები, მათ შორის ისრაელში უმართავი რაკეტების გაშვებით. მათ დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლონ ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც დაატყვევეს და დღემდე პატიმრობაში იმყოფებიან. მძევლების აყვანაც ომის დანაშაულია“, – განაცხადა რავინა შამდასანიმ.

მანამდე გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში განაცხადეს, რომ 7 ოქტომბრიდან ომის შესაძლო დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.