გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე ქვანახშირის გამოყენების შემცირებაზე შეთანხმდნენ
გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე ქვანახშირის გამოყენების შემცირებაზე შეთანხმდნენ

გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე მსოფლიოს ქვეყნები ქვანახშირის გამოყენების შემცირებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გლაზგოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატური ცვლილებების რიგით 26-კონფერენეციაზე შეთანხმდნენ, რომ მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნები 2030 წლისთვის წარმოებაში ქვანახშირის ენერგიის გამოყენებაზე უარს იტყვიან, ხოლო შედარებით მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნები 2040 წლისთვის.

შეთანხმებას ხელი 40-მა ქვეყანამ მოაწერა, მათ შორის ქვანახშირის ისეთმა მსხვილმა მომხმარებლებმა, როგორებიცაა პოლონეთი, ჩილე და ვიეტნამი. ხოლო ქვანახშირის წარმოებითა და მოხმარებით ყველაზე მსხვილმა ქვეყნებმა – ავსტრალიამ, აშშ-მა, ინდოეთმა და ჩინეთმა მხოლოდ სიტყვიერი თანხმობა განაცხადეს.

გაერო-ს დასკვნებით, ქვანახშირის ენერგიის გამოყენება კლიმატური ცვლილების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია და წარმოებიდან მისი ამოღება და შედარებით სუფთა ენერგიის მოხმარებაზე გადასვლა უმნიშვნელოვანესი იქნება გლობალური დათბობის შესაჩერებლად.