ევროკავშირმა და ბრიტანეთმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი შეწყვიტეს
ევროკავშირმა და ბრიტანეთმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი შეწყვიტეს

ევროკავშირმა და ბრიტანეთმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი შეწყვიტეს. ემბარგო ძალაში 10 აგვისტოდან შევიდა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკავშირდება.

ევროკავშირის ემბარგო რუსული ქვანახშირის იმპორტზე შეტანილი იყო სანქციების მეხუთე პაკეტში, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში დამტკიცდა.

გადაწყვეტილების თანახმად, აგვისტოდან აკრძალული იქნება ნახშირისა და სხვა მყარი წიაღისეული საწვავის შესყიდვა, იმპორტი ან ტრანსპორტირება ევროკავშირში, თუ მათ ექნებათ რუსული წარმომავლობა ან ექსპორტირებულია რუსეთიდან.

ევროპული ემბარგოს დაწესება რუსეთისთვის წელიწადში დაახლოებით რვა მილიარდი ევროს შემოსავლის დაკარგვას გამოიწვევს და გავლენას მოახდენს მისი ნახშირის იმპორტის მეოთხედზე.

დიდ ბრიტანეთში, 21 ივლისს, ძალაში შევიდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის ცვლილება, რომელიც კრძალავს ქვანახშირის იმპორტს. ეს ცვლილება კრძალავს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ქვანახშირისა და ქვანახშირის და ოქროს ნაწარმის იმპორტს, ასევე ამ საქონლის პირდაპირ თუ ირიბად შეძენასა და მიწოდებას.

ამავდროულად, 9 აგვისტოს, ძალაში შევიდა ევროკავშირის გეგმა ევროკავშირის მასშტაბით გაზის მოხმარების 15 პროცენტით შემცირების შესახებ.

დატოვე კომენტარი