გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ იემენის დედაქალაქში მდებარე გაერო-ს ოფისი „ჰუსიტებს“ აქვთ დაკავებული
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ იემენის დედაქალაქში მდებარე გაერო-ს ოფისი „ჰუსიტებს“ აქვთ დაკავებული

იემენის დედაქალაქში მდებარე გაერო-ს ოფისში იემენელი „ჰუსიტები“ შეიჭრნენ. ინფორმაციას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვოლკერ თურქი ავრცელებს.

კომისრის თქმით, „ჰუსიტები“ გაერო-ს შენობაში 3 აგვისტოს შეიჭრნენ და თანამშრომლებს დოკუმენტების, ავეჯისა და მანქანების გადაცემა მოსთხოვეს.

„ანსარ ალაჰის ძალებმა („ჰუსიტებმა“) უნდა დატოვონ შენობა და დაუყოვნებლივ უნდა დააბრუნონ ნივთები“, – ამბობს უმაღლესი კომისარი.